შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
• შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს - ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. ILO სამ იდეაზეა დაფუძნებით შეიქმნა: 1. მშვიდობის დამყარება სოციალური სამართლიანობის გზით; 2. კოლექტიური შეთანხმებებისათვის უპირატესობის მინიჭება იზოლირებულ შეთანხმებებთან შედარებით; 3. იმ აზრის განვითარება, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვაზე მეტი უპირატესობ ასამუშაო პირობებისათვის სტანდარტზე დაბალი დონის მომიზეზებით. ILO-ს ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით, და იმის ზედამხედველობა, თუ როგორ ახორციელებენ მათ მთავრობები ეროვნულ დონეზე. მართალია, ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება ტექნიკური იყოს, ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომპონენტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება.
Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,– კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,– თბ., 2005
• 1919 წელს სამშვიდობო კონფერენციის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). იგი ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების (რომელსაც ხელი გერმანიამაც მოაწერა) დღემდე მოქმედი ნაწილია. ასეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა პირველად მე-19 საუკუნეში განიხილეს (უელსელმა და ფრანგმა). ამას შედეგად მოჰყვა შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო ასოციაციის (ბაზელი, 1901) ახალი ორგანიზაციის შექმნის მცდელობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსებას განაპირობებდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხები - მე-20 საუკუნის დასაწყისში შრომის პირობები ხშირად ექსპლუატაციური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე იყო; ნაკლებად წესრიგდებოდა ისეთი დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვები. ამის გამო სულ უფრო იზრდებოდა ინტერესი ამ საკითხისადმი. უფრო მეტიც, თუ გავიხსენებთ ისტორიას (მაგალითად, რუსეთის რევოლუციას), სულაც არ არის საკვირველი, რომ ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი სოციალური უკმაყოფილების საფრთხე და ახალი მსოფლიო მოწყობის დამარღვეველი მუშათა რევოლუციებიც იყო. სამუშაო პირობების რეგულირებას უნდა დაემშვიდებინა მუშები და ერთგვარად ეღიარებინა მათი როლი მშვიდობის საქმეში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში ნათქვამია: „საყოველთაო და ხანგრძლივი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში. თუ იგი ეფუძნება სოციალურ სამართლიანობას”. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიზნები ჩამოყალიბებულია პრეამბულაში, და, აგრეთვე, 1944 წლის ფილადელფიის დეკლარაციაში (თან ერთვის წესდებას). რა თქმა უნდა, მოკავშირეები მხარს უჭერდნენ საერთაშორისო ხასიათის რეგულირებას, ვინაიდან ის ხელს შეუშლიდა ნაკლებად კეთილსინდისიერ სახელმწიფოებს რომელიმე სახელმძღვანელო პრინციპის იგნორირებაში, საკუთარი მუშახელის ექსპლუატაციაში და ხელფასების ჩამოჭრაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ კერძო პირები. აღმასრულებელი ორგანოს ნახევარი შედგებოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან, მეოთხედს წარმოადგენდნენ დამქირავებელთა წარმომადგენლები, ხოლო კიდევ ერთ მეოთხედს - დაქირავებულთა წარმომადგენლები. ორგანიზაციის მიერ მიღებული პირველი კონვენციები ეხებოდა სხვადასხვა პრობლემურ საკითხს - სამუშაო საათებს, ქალთა სამუშაო პირობებს (დედობის დაცვის ჩათვლით) და ბავშვების შრომას (მინიმალური ასაკის მოთხოვნის ჩათვლით). ზოგიერთი ამ საკითხთაგან განხილულია მე-19 თავში, რომელიც ეხება შრომის უფლებას. ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობს სტანდარტების დადგენას და წევრი ქვეყნების მიერ მათი შესრულების კონტროლს. მას კვლავ განმსაზღვრელი ადგილი უკავია შრომის სერთაშორისო სტანარტების ჩამოყალიბებაში. მისი ძალისხმევისთვის 1969 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დაჯილოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში. დაჯილდოება ორგანიზაციის ორმოცდამეათე წლისთავს დაუკავშირდა.
Source: სმიტი რონა კ.მ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმძღვ./რონა კ.მ. სმიტი; [მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე; სახალხო დამცველის აპარატი] - მე-2 გამოც. - [თბ.]: ოქსფორდის უნ-ტის გამ-ბა, [2006]: „სეზანი“ - 519გვ.; 23სმ. - (სახალხო დამცველის ბ-კა) - ანბ. საძ.: გვ. 504-505 - ბიბლიოგრ.: გვ. 506-519. - ISBN 99940-58-71-1: [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია" в других словарях:

  • ILO — • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ ერთი სპეციალიზირებული სააგენტო …   Georgian encyclopedia

  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო — ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში შედის ორმოცდათოთხმეტი წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა. წევრები იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა იმართება ივლისში ნიუ იორკში ან ჟენევაში. ეკონომიკურ და… …   Georgian encyclopedia

  • მეინსტრიმინგი — ნიშნავს პერიფერიიდან ძირითად ნაკადში მოქცევას (არსებობს აზრი, რომ ეს ტერმინი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გადმოღებულია განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ლექსიკონიდან, სადაც მეინსტრიმინგი ნიშნავს მოსწავლის გადაყვანას სპეციალური… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანთა უკანონო გადაყვანა — • მსო განსაზღვრავს, როგორც: ,,მიგრანტთა კანონით აკრძალულ დასაქმებას (დაქირავებული შრომის, მოტაცების, გაყიდვის და სხვა საფუძველზე) და/ან მიგრანტთა გადაადგილებას ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო საზღვრებზე, რომლის საშუალებითაც შუამავლები… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»